ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია

„ქართული ოცნების“ მხრიდან კვლავ არის მცდელობა, მათ მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვის, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

მისვე თქმით, რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებებს. ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია.

„წინადადება იმის თაობაზე, რომ შემდგომი საპარლამენტო არჩევნები დღეიდან უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციულად, ეს იყო „ქართული ოცნების“ წინადადება, როცა ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ბოიკოტი დავიწყეთ. ეს აისახა შარლ მიშელის დოკუმენტში. ამ დოკუმენტიდან გამოსვლის შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ მხარს არ დაუჭერდა საკონსტიტუციო ცვლილებებს გენერალური პროკურორის დანიშვნით წესთან ერთად. მათი მხრიდან კვლავ არის მცდელობა მათ მიერ მხარდაჭერილი საკონსტიტუციო ცვლილებების გადახედვის. კონსულტაციები შეიძლება იყოს იმაზე, რა ვალდებულებაც აიღეს, შეასრულონ და თავი დაანებონ სპეკულაციებს, მანიპულაციებს. არ უნდათ რიგგარეშე არჩევნები, იქნება თუ არა ეს მეორეა. ამიტომ მსჯელობა არ უნდაზე კი არ უნდა აიგოს, არამედ იმაზე, რომ გვჭირდება განხორციელდეს ის ცვლილებები, რაც პირველი მივიღეთ. რიგგარეშე არჩევნების საკითხი საზოგადოების გადასაწყვეტია.

„ქართული ოცნების“ წინააღმდეგობის მიუხედავად, ვფიქრობთ, რომ რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალია. ეს ორი თემა ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ – ერთია ის ცვლილებები, რომელზეც მოვილაპარაკეთ, რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ არა, ამას დრო გვაჩვენებს. მათი განცხადება ემსახურება რამდენიმე მიზანს – შემოიტანოს განხეთქილება ოპოზიციაში, ეს იყო ასევე დემონსტრირება, რომ ძალიან ეშინიათ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა გააქტიურდება, როგორც კი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული. რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა ყოველთვის აქტუალური იყო და იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების მიუხედავად. ეს ორი თემა ერთმანეთთან კავშირში არ არის“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.