ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქმედებებმა და უმოქმედობამ გამოიწვია, რომ დღეს უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან დაბალ დონეზე
ბადრი ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ ქმედებებმა და უმოქმედობამ გამოიწვია, რომ დღეს უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან დაბალ დონეზე

„ქართული ოცნების“ ქმედებებმა და უმოქმედობამ გამოიწვია, რომ დღეს უკრაინასთან ოფიციალური ურთიერთობა არის ძალიან დაბალ დონეზე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, დღეს არანირი კონტაქტი არ არის უკრაინის პრემიერ-მინისტრთან, აღარანაირი კონტაქტი არ არის უკრაინის პრეზიდენტთან, ეს არის „ქართული ოცნების“ ქმედებებით გამოწვეული და დღეს არის ის ვითარება, როდესაც უკრაინას აღარ ჰყავს ელჩი საქართველოში.

„ქართული ოცნების“ ქმედება და უმოქმედობა შექებას იმსახურებს ჩვენდამი მტრულად განწყობილი ძალისგან. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ფედერაციის პროპაგანდისტები სიამოვნებით აქებენ „ქართული ოცნების“ ნაბიჯებს და ვხედავთ, რომ მათი მადა იზრდება. გუშინ, მათ მიერ დასმულმა რუსმა გენერალმა გამოაცხადა ე.წ რეფერუნდუმის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთში რომლის მიზანია, რომ განამტკიცოს ის ანექსია, რომელიც ხორციელდება რუსეთის ფედერაციის მიერ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევას ხელი მოაწერა.

დატოვე კომენტარი