ბადრი ჯაფარიძე - ოდირის რეკომენდაციები არის ტექნიკური ხასიათის
ბადრი ჯაფარიძე - ოდირის რეკომენდაციები არის ტექნიკური ხასიათის

ოდირის რეკომენდაციები არის ტექნიკური ხასიათის, კონსტიტუციურობის საკითხი არც არის დასმული, რადგან ის მოდელი რაც გაიგზავნა, არის სრულიად შესაბამისი კონსტიტუციასთან, – ამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გენერალურმა მდივანმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, ხელისუფლების კეთილი ნების შემთხვევაში, „გერმანული მოდელის“ მიხედვით არჩევნების ჩატარება შესაძლებელია ისე, რომ არ მოხდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

ოდირის რეკომენდაციები, რომელიც გუშინ გამოქვეყნდა, არის ტექნიკური ხასიათის. საერთოდ კონსტიტუციურობის საკითხი არც არის დასმული, რადგან ის მოდელი რაც გაიგზავნა, არის სრულიად შესაბამისი კონსტიტუციასთან. ის ითვალისწინებს შერეულ მაჟორიტარულ პროპორციულ,

„გერმანული მოდელი“ ითვალისწინებს შერეულ, მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებს, რადგანაც ყოველთვის იყო საუბარი, რომ „ქართულ ოცნებაში“ არსებობდა მაჟორიტარების ნაწილი, რომელიც მხარს არ უჭერდა პროპორციულ არჩევნებს, ამიტომ შევთავაზეთ ის მოდელი, რომელიც არ მოითხოვდა კონსტიტუციაში ცვლილებებს. ხელისუფლების მხრიდან კეთილი ნების შემთხვევაში, ეს მოდელიც არის აბსოლუტურად მიღებადი მარტივი უმრავლესობით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების პროექტთან დაკავშირებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) დასკვნა გამოქვეყნდა. დასკვნაში წერია, რომ საარჩევნო სისტემის არჩევა არის სახელმწიფოს სუვერენული გადაწყვეტილება, ორივე პრინციპი, მაჟორიტარულიც და პროპორციულიც, ასევე მათი კომბინაციით მიღებული შერეული სისტემა არის ლეგიტიმური არჩევანი.

ამასთან, როგორც დასკვნაშია აღნიშნული, საერთაშორისო პრაქტიკის რეკომენდაციით, საარჩევნო კანონმდებლობის საკვანძო ასპექტები არ უნდა ექვემდებარებოდეს ცვლილებას, როდესაც არჩევნებამდე ერთ წელზე ნაკლებია დარჩენილი.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ეროვნულ სასამართლოებზეა დამოკიდებული.