ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებებისას არავისგან მოგვისმენია  განცხადება, რომ ამნისტია მათთვის რადიკალურად მიუღებელი გზა იყო
ბადრი ჯაფარიძე - მოლაპარაკებებისას არავისგან მოგვისმენია განცხადება, რომ ამნისტია მათთვის რადიკალურად მიუღებელი გზა იყო

„ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მექანიზმად მედიატორების მიერ შეთავაზებულ ამნისტიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პროცესში არავისგან მოუსმენია განცხადება, რომ ეს გზა რადიკალურად მიუღებელი იყო. 

ამის შესახებ  ჯაფარიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ გამოუხატავს მკვეთრი წინააღმდეგობა ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, რომელიც უშუალოდ დანიელსონის მეორე ვიზიტის დროს იყო შემოთავაზებული. თუ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ იყო წინააღმდეგობაში ეს საკითხი, მაშინ ნიკა მელია რატომ ითხოვს ასე კატეგორიულად მის გაწვევას და სანაცვლოდ თანხმდება ევროკავშირის გირაოზე. ადასტურებთ რომ მათ წინააღმდეგობა არ გამოუთქვამთ, როდესაც ამნისტიის საკითხი განიხილებოდა?“

„დანიელსონის დოკუმენტი იყო გასაჯაროებული დიდი ხნის განმავლობაში. მეორე რაუნდის შემდეგ მან გაასაჯაროა დოკუმენტი, სადაც მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მექანიზმად მედიატორების მიერ შემოთავაზებული იყო ამნსიტია. ჩვენ არ მოგვისმენია არავისგან განცხადება, რომ ეს იყო რადიკალურად მიუღებელი ასე ვთქვათ გზა, შემიძლია ეს გითხრათ. მინდა, შეგახსენოთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი და მექანიზმი იქნა მოძებნილი მოდერატორის მიერ ნიკა მელიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მიზნით. აქედან უნდა გამოვსულიყავით“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.