ბადრი ჯაფარიძე - მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას შორის ჩემი შუამავლობა სრულიად არასერიოზულია
„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ბადრი ჯაფარიძე არასერიოზულს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილი შს მინისტრის, გიორგი გახარიას წერილი ხაზარაძეს გადასცა.
„ჩემს შუამავლობაზე ლაპარაკი არის სრულიად არასერიოზული. გავეცი პასუხი თქვენს კითხვას, რამდენჯერაც დასვამთ შეკითხვას, იგივე პასუხს გავცემ“, – განუცხადა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებს.
„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მუქარის წერილი მიიღო. გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის მიერ სასამართლოში წარდგენილი წერილი გამოაქვეყნა. პროკურატურის ცნობით, წერილს არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა და ხელმოწერა.