ბადრი ჯაფარიძე - კეთილდღეობისთვის ერთადერთი გამოსავალი არის დინამიური ცვლილებები
ბადრი ჯაფარიძე - კეთილდღეობისთვის ერთადერთი გამოსავალი არის დინამიური ცვლილებები

პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე საბურთალოზე, ბალანჩივაძის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ჯაფარიძე მოსახლეობას არსებული პრობლემების შესახებ ესაუბრა და აღნიშნულთან დაკავშირებით პარტიის ხედვები გააცნო.

„შეხვედრა გვქონდა ჩემს ამომრჩევლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი. რაც მთავარია, ასევე, ვისაუბრეთ გამოსავლის გზებზე და იმაზე, რომ ყველა უნდა მოვიდეს 31 ოქტომბერს და ხმა მისცეს თავისი ქვეყნის მომავალს. ჩვენ უნდა დავიწყოთ ქვეყნის იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოყვანა, რომელშიც „ქართული ოცნების” მიერ აღმოჩნდა. ეს შეხვედრები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ინფორმაციული და ენერგიის მომცემია. მე ვგრძნობ ძალიან დიდ მხარდაჭერას და ჩვენ ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს დავაგვრიგვინებთ”,- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.