ბადრი ჯაფარიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ინფორმირებულია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აწუხებს საზოგადოებას
ბადრი ჯაფარიძე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ინფორმირებულია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აწუხებს საზოგადოებას

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი ​ინფორმირებულია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში აწუხებს საზოგადოებას.

როგორც ჯაფარიძემ რიკ დემსის საპარლამენტო ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი აპირებს, თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან ქვეყნისთვის ყველა საჭირბოროტო თემას შევეხეთ. იგულისხმება ძალადობრივი ქმედებები, 19 აპრილის შეთანხმება და ყველა ის თემა, რომელიც საზოგადოებას აწუხებს. რიკ დემსი არის ინფორმირებული, აპირებს თავისი პოზიცია გამოხატოს ბოლო პერიოდში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით.

მას ბევრი კითხვა ჰქონდა, საღამოსაც გვექნება საუბრის გაგრძელების საშუალება. მივუთითეთ, რომ სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას” შეთანხმებების უპატივცემულობა და დარღვევა ახასიათებს, რაც ვნახეთ, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირობებში. აუცილებელია იყოს წნეხი ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, პარტნიორებისგან იმისთვის, რომ შეთანხმება, რომელსაც ჰქვია საქართველოს მომავლის საგზაო რუკა, სრულად განხორციელდეს“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი