ბადრი ჯაფარიძე - უგულავამ ასეთი სისულელე თქვა, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდესო? არ მგონია, ეთქვას, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ
ბადრი ჯაფარიძე - უგულავამ ასეთი სისულელე თქვა, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდესო? არ მგონია, ეთქვას, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ

ასეთი სისულელე თქვა უგულავამ, ყველა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდესო? მე ასეთი სისულელე არ წამიკითხავს. არ მგონია, უგულავას ეგეთი რამ ეთქვას, – ასე უპასუხა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტს, რომელმაც მას კითხვა დაუსვა, როგორ შეაფასებდა გიგი უგულავას ინიციატივას, რომ ოპოზიციური პარტიები „ნაციონალური მოძრაობის“ ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ პირებს.

ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ყველა პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა და სამოქმედო გეგმა.

„ჩვენ ვართ „ლელო საქართველოსთვის“, არანაირი ქოლგის ქვეშ გაერთიანებას არ ვაპირებთ, არც გვქონია მიზანი. მგონი, თქვენ კარგად არ გაეცანით უგულავას განცხადებას, ჰკითხეთ ავტორს. ოპოზიციური პარტიების ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანება, რასაც თქვენ ამბობთ, არის სისულელე. ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა, სამოქმედო გეგმა, თავისი მხარდამჭერები უნდა გაზარდოს მაქსიმალურად, ეს არის სწორი“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.