ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელო“ პარალელური სტრუქტურის შექმნის შესახებ მსჯელობაში არ მონაწილეობს
ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელო“ პარალელური სტრუქტურის შექმნის შესახებ მსჯელობაში არ მონაწილეობს

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ „ლელო“ პარალელური სტრუქტურის შექმნის შესახებ მსჯელობაში არ მონაწილეობს.

ის გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის“ წევრის, გიორგი გუგავას განცხადებას, რომლის თქმითაც, სახალხო პარლამენტის შექმნის თაობაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, „ლელო“ ამ მსჯელობის ნაწილი არ არის.

„ჩვენ არ ვართ ამ მსჯელობის ნაწილი. არ ვიცი, შეიძლება სხვა პარტიები მსჯელობენ, ამაში დიდ პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ჩვენ ამ მსჯელობაში არ ვმონაწილეობთ.

პარალელური სტრუქტურების შექმნის ცუდი გამოცდილება მაქვს წარსულიდან. ამიტომ არ ვიცი, რაზე საუბრობს ბატონი გუგავა. ამ წუთას ჩვენ ამ მსჯელობაში მონაწილეობას არ ვიღებთ“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.