ბადი ჯაფარიძე - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ოპოზიციასთან დისკუსიის გაწყვეტას არ ნიშნავს
ბადი ჯაფარიძე - არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ოპოზიციასთან დისკუსიის გაწყვეტას არ ნიშნავს

„ლელოს“ პოზიცია კვლავ უცვლელია და პარტია ოცდაათივე ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარის წარდგენას გეგმავს, – ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის მიღება ოპოზიციასთან დისკუსიის გაწყვეტას არ ნიშნავს.

„ჩვენ ვარჩევთ კანდიდატებს მაჟორიტარული ოლქებისთვის და კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ კანდიდატებს ამა თუ იმ მაჟორიტარულ ოლქში განვიხილავთ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. აუცილებლად ვიმსჯელებთ ოპოზიციასთან ერთად იმ საკითხზე, რომელიც პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაამარცხებს. მაჟორიტარობის კანდიდატებს დამოუკიდებლად რომ ვარჩევთ, არ ნიშნავს ოპოზიციასთან ურთიერთობის გაწყვეტას. მას შემდეგ, რაც ყველა ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები შეირჩევა, ოპოზიციასთან ერთად განვიხილავთ, რამდენად შესაძლებელი იქნება ამა თუ იმ ოლქში თანამშრომლობა“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

დატოვე კომენტარი