„ბადაგონის“ ადვოკატი - კომპანიის მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან
„ბადაგონის“ ადვოკატი - კომპანიის მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან

კომპანია “ბადაგონის” ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა, კომპანიის თანამშრომლებთან ერთად, დღეს ბრიფინგი გამართა.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, წილების გადანაწილებაზე დავას სამოქალაქო სამართალი არეგულირებს და არა ფინანსური პოლიცია.

“ფინანსური პოლიცია ურცხვად ტყუის, როცა ამბობს, რომ კომპანიაში საწარმო პროცესი არ ჩავარდნილა. “ბადაგონის” მიმართ ინტერესი იკვეთება როგორც დავით ბეჟუაშვილის, ასევე დიმიტრი ქუმსიშვილის მხრიდან”,- განაცხადა ადვოკატმა.

ზაზა ხატიაშვილმა მოუწოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გამოვიდეს და ბოდიში მოუხადოს კომპანიას და აქ დასაქმებულ ადამიანებს  “ვანდალური შემოვარდნის და შექმნილი ვითარების გამო”.

ღვინის კომპანია „ბადაგონით“ გამოძიება დაინტერესდა. დავა კომპანიის მოქმედ და ყოფილ მფლობელებს შორის მიმდინარეობს.