ბაჩუკი ქარდავამ, შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს
ბაჩუკი ქარდავამ, შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს

დეპუტატმა ბაჩუკი ქარდავამ, შესაძლოა, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვოს.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, წასვლაზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს, რაც პარტიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა შედგება.

„ფრაქციის და პარტიის ხელმძღვანელობასთან დაგეგმილი გვაქვს შეხვედრა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ გამართულა, შეხვედრა შედგება და გეტყვით, დავადასტურებ თუ არა პარლამენტში ფრაქციიდან წასვლას. წასვლას ვფიქრობ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული მას შემდეგ, რაც ვისაუბრებთ გარკვეულ საკითხებზე. ერთ-ერთი განსხვავებული საკითხია თანმიმდევრული პოლიტიკა, ნაწილობრივი ბოიკოტი. ბოიკოტი ვიცი სრული და სხდომებზე არდასწრება, არ მგონია, რომ პოლიტიკაზე რაიმე გავლენას ახდენდეს. ასეთი ბოიკოტი უაზრობაა და უნდა მოიხსნას. იმ შემთხვევაში, თუ „ნაციონალური მოძრაობა“ იმავე რეჟიმში დარჩება, მე პარლამენტში მუშაობას ისე გავაგრძელებ, როგორც სწორად მიამჩნია. ბოიკოტის შეწყვეტას ვგულისხმობ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.