ბაჩუკი ქარდავა - სტრასბურგის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა პოლიტიკური ინტერესებისთვის და შეუტია თავისუფალ აზრს
ბაჩუკი ქარდავა - სტრასბურგის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა პოლიტიკური ინტერესებისთვის და შეუტია თავისუფალ აზრს

„რუსთავი 2“ არის ის თავისუფალი სული, რომელიც თითოეულ თქვენგანშია და სწორედ ძალა მოდის ამ თავისუფალი სულიდან, რომელიც თითოეულ თანამშრომელს აქვს, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, სტრასბურგის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა გამოიყენა პოლიტიკური ინტერესებისთვის და შეუტია თავისუფალ აზრს.

„მათ სურთ ჩაახშონ არა მხოლოდ თავისუფალი სიტყვა, არამედ წაგვართვან თავისუფლება და დაგვაკარგვინონ ქვეყნის დამოუკიდებლობა. შეცდომები, რომელსაც ახლა ივანიშვილი უშვებს, არის აგონიის წინა პერიოდი და ეს აგონია უკვე დამდგარია და ამიტომაც მიიღო მან ეს გადაწყვეტილება. დამერწმუნეთ, ჩვენ აუცილებლად ყველანი ერთად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.