ბაჩუკი ქარდავა - „რუსთავი 2“-ის დახურვის გადაწყვეტლება დიდი ხანია მიღებულია და ეს არ მიღებულა სტრასბურგში, ეს მიიღეს მოსკოვში
ბაჩუკი ქარდავა - „რუსთავი 2“-ის დახურვის გადაწყვეტლება დიდი ხანია მიღებულია და ეს არ მიღებულა სტრასბურგში, ეს მიიღეს მოსკოვში

„რუსთავი 2“-ის დახურვის გადაწყვეტლება დიდი ხანია მიღებულია და ეს არ მიღებულა სტრასბურგში, ეს მიიღეს მოსკოვში და მიიღო ივანიშვილმა, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, საქართველოს დღეს ყავს კრემის მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც ჩამოყალიბდა ივანიშვილის სახით და დაიწყო თავისუფლების ბასტიონზე შეტევა,

„ისინი გადასული არიან აქტიურ შტურმზე, შეეცდებიან, რაც შეიძლებ მალე გააჩუმონ „რუსთავი2“. რომც არ ყოფილიყო სტრასბურგის ასეთი ტიპის ნამდვილად ცუდი გადწყვეტილება, მაგრამ იქ არის ბერკეტები, რომ ეს გადაწყვეტლება გასწორდეს. ამ ვითარებაში აღსრულების შეჩერების მექანიზმი რომც ყოფილიყო, არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავს შეიკავებდა. მან მიიღო მკაფიო გზავნილი რუსეთიდან და ის ამ გზავნილის რეალიზაციას მოახდენდა“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.