ბაჩუკი ქარდავა - პრეზენტაციებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ ბუნებრივია, ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში
ბაჩუკი ქარდავა - პრეზენტაციებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ ბუნებრივია, ჩავერთვებით საპარლამენტო კომისიის მუშაობაში

„ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილ საკონსტიტუციო ინიციატივის პრეზენტაციაზე მისვლას არ აპირებს.

„არანაირ პრეზენტაციებში მონაწილეობას არ ვაპირებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც შეიქმნება საპარლამენტო კომისია, ბუნებრივია, ჩვენ ამ მუშაობაში ჩავერთვებით, რადგან ინიცირებული გვაქვს 300 000 მოქალაქის ხელმოწერილი საკონსტიტუციო ცვლილება და ბუნებრივია, მის საჯარო განხილვებში აუცილებლად ჩავერთვებით“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

საკონსტიტუციო ინიციატივის – „პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაციას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  პირველ ივლისს გეგმავს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ პრეზენტაციაზე იწვევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს.