ბაჩუკი ქარდავა - მაჟორიტარულ ოლქებში შევთანხმდებით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ამით დავამარცხებთ არსებულ ხელისუფლებას
მაჟორიტარულ ოლქებში შევთანხმდებით „ყველა ერთის წინააღმდეგ“ და ამით დავამარცხებთ არსებულ ხელისუფლებას, – აცხადებს „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერი ბაჩუკი ქარდავა. ქარდავას თქმით, ოპოზიციის მთავარი ამოცანა ხელისუფლების დამარცხებაა.
„ბიძინა ივანიშვილი თუ უკან არ დაიხევს და არ შეცვლის საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ ოლქებში შევთანხმდებით ყველა ერთის წინააღმდეგ და ამით დავამარცხებთ არსებულ ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი ამოცანა და ამ ამოცანიდან გამომდინარეობს ყველა სხვა ნაბიჯი, რომელსაც დგამს ოპოზიცია.
ძალიან მარტივად მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი. შეიძლება, გვარებიც ითქვას, შეიძლება – ოლქები, მაგრამ მთავარი პრინციპია, რომ ყველა პოლიტიკური პარტია მზად არის, სადაც დასათმობია, დათმოს, სადაც მისაღებია, მიიღოს. მაგრამ ამოცანა არის, დავამარცხოთ ხელისუფლება. ჩვენ ვართ კოალიციაში „ძალა ერთობაშია“, ჩვენ არც პარტიულ სიიდან და არც მაჟორიტარულიდან ცალკე რაღაც საკითხებს არ განვიხილავთ. ერთიან კონტექსტში ხდება შეჯერება და შეთანხმება. ყველაფერი დამოკიდებული იქნება, რა ამოცანები დადგება ოპოზიციის წინაშე“, – აცხადებს ბაჩუკი ქარდავა.