ბაჩუკი ქარდავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესების რადიკალიზაციას
ბაჩუკი ქარდავა - ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესების რადიკალიზაციას

პირადად ჩემი პოზიცია და ედპ-ს პოზიცია გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში არის ის, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ პროცესების რადიკალიზაციას, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში გააუქმა არჩევნები და ამიტომ საჭიროა ბრძოლა მის დასაბრუნებლად.

„ეს არჩევნების აღდგენა და დაბრუნება ხომ არ არის მარტივი თემა. ზოგად რაღაც რადიკალურ აქციებზე ვისაუბროთ ამის მიმდევარი ნამდვილად არ ვარ. ყოველ პროტესტს უნდა ჰქონდეს თავისი მიზანი და პირველ რიგში ეს უნდა იყოს სწორედ საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება, საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილება და ამ ყველაფრისთვის ჩვენ დაგვჭირდება ქუჩაში პროტესტი. ბუნებრივია, ამას ენის მოჩლექით მე არ ვიტყვი და დარწმუნებული ვარ, იგივე განწყობა არის გაერთიანებულ ოპოზიციაშიც. აუცილებლად მივმართავთ ამ ზომებს. პროტესტი და ასე ვთქვათ ბრძოლა რადიკალური, ეს არის პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი და მე ამაში ვერაფერს ცუდ ვერ ვხედავ“, – განაცხადა ქარდავამ.