ბაჩუკი ქარდავა - ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის
ბაჩუკი ქარდავა - ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის

ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის, – ამის შესახებ ედპ-ს ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა.

როგორც ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, დღეს საქართველოში დამყარებულია დიქტატურა.

„ეს დიქტატურა ცოტა პაროდიულად გამოიყურება, რადგან ძალიან მცირე დრო აქვს ხელისუფლებაში ყოფნის. ბრძოლა ამ შემთხვევაში მძიმე და კონსოლიდირებული იქნება. დიქტატურას პოლიტიკური ლიდერების პატიმრობა ან შიდაპატიმრობა ახასიათებს. 18 სინდისის პატიმარი გვყავს. ბრძოლა და აქტივობები არც აგვისტოში განელდება. მთელი პოლიტიკური სპექტრის ერთობლივი ბრძოლა იქნება სამოქალქო სექტორთან ერთად. ჩვენ ამ ხელისუფლებას დავასრულებთ, რადგან ის უკვე სახიფათოა არა პოლიტიკოსებისთვის და ცალკეული მოქალაქეებისთვის, არამედ სახიფათოა ჩვენი სახელმწიფოს მომავლისთვის“, – განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.