ბაჩო დოლიძე - პოლიტიკური პარტიები კოორდინაციაში არიან, მაგრამ მთავარი ორგანიზატორი არის სამოქალაქო სექტორი, ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს გავაგებინოთ, როგორ პოლიტიკურ ვერაგობას აქვს ადგილი
ბაჩო დოლიძე - პოლიტიკური პარტიები კოორდინაციაში არიან, მაგრამ მთავარი ორგანიზატორი არის სამოქალაქო სექტორი, ჩვენი ამოცანაა, ადამიანებს გავაგებინოთ, როგორ პოლიტიკურ ვერაგობას აქვს ადგილი

მშვიდობიანად მიმდინარეობს საპროტესტო პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები კოორდინაციაში არიან, მაგრამ მთავარი ორგანიზატორი არის სამოქალაქო სექტორი, ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ჩვენი მხრიდან მთავარი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაგებინოთ, როგორ პოლიტიკურ ვერაგობას აქვს ადგილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ბაჩო დოლიძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა.

დოლიძის თქმით, საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წაიყვანს პროცესს.

არჩევნებისთვის სჭირდებათ, რომ დისკრედიტირება მოახდინონ არასამთავრობოების და სამოქალაქო საზოგადოების, სხვა რამ წარმოუდგენელია, რისთვის სჭირდებათ ეს კანონპროექტი. გრანტების შესახებ კანონმდებლობა არსებობს, შემოწმება, მათ შორის, გამჭვირვალობაზე შეუძლია ფინანსთა სამინისტროს, ასევე ანგარიშვალდებულია არასამთავრობო სექტორი, რომ ყოველწლიურად დეკლარაცია ჩააბაროს. გეგმა ერთი რამეა, მარტივია, ჩვენ რა გზაც გვაქვს, ამ გზით უნდა გავაგრძელოთ სიარული, შესაბამისად, რა დასჭირდება ამ გზას – აქცია, პროტესტი თუ არჩევნების დღეს მობილიზება, საზოგადოებამ უნდა მიიღოს თვითონ გადაწყვეტილება. პროცესს, რომელიც მიჰყავს „ქართულ ოცნებას“, რუსული ნარატივის შემოღება ჩვენს პოლიტიკაში, ამას საზოგადოება ძალიან ფხიზლად უნდა შეხვდეს. ასე რომ, ეს პარტიებს შორის მობილიზებას, კოორდინაციას გულისხმობს. მშვიდობიანად მიმდინარეობს ეს საპროტესტო პროცესი, სადაც პოლიტიკური პარტიები კოორდინაციაში არიან, მაგრამ მთავარი ორგანიზატორი არის სამოქალაქო სექტორი. ასე რომ, ამ თვალსაზრისით ჩვენი მხრიდან მთავარი ამოცანაა, რომ მაქსიმალურად ბევრ ადამიანს გავაგებინოთ, როგორ პოლიტიკურ ვერაგობას აქვს ადგილი“, – განაცხადა დოლიძემ.