ბაჩო დოლიძე - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სუსტია, ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლებელია, მისი ტრანსპორტირება მოხერხდეს და თავისუფლად დაესწროს სასამართლო პროცესს
ბაჩო დოლიძე - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის მდგომარეობა სუსტია, ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლებელია, მისი ტრანსპორტირება მოხერხდეს და თავისუფლად დაესწროს სასამართლო პროცესს

პირველ რიგში, არავითარი უფლება არ აქვთ, არ მოიყვანონ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი თავის პროცესზე. მიუხედავად იმისა, რომ სანდოობა სასამართლოსი, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ პირობებში იმართება, არის ფაქტობრივად და პრაქტიკულად ნულოვანი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით,  ეს არის პლატფორმა, საიდანაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტს შეუძლია, ესაუბროს თავის მოსახლეობას.

„მაშინ, როდესაც „ქართული ოცნება“ იძახის, რომ ბევრი კითხვა არსებობს, ძალიან გასაკვირია, რომ კითხვის ადრესატს არ ეძლევა პასუხების გაცემის საშუალება და ეს რეალურად არის პრობლემა. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტია, ექიმებმა თქვეს, რომ შესაძლებელია, მისი ტრანსპორტირება მოხერხდეს და შესაბამისად, შესაძლებელია ის, რომ თავისუფლად დაესწროს თავის პროცესს. ჩვენც რა თქმა უნდა ჩვენი მხრიდან 11:00 საათზე იმართება პროცესი და მხარდაჭერის ნიშნად ვიკრიბებით, იკრიბებიან ადამიანები, ვინც ამ შემთხვევაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს დახვდება სასამართლოს ეზოში. ეს არის აბსოლუტურად ნორმალური მშვიდობიანი ფორმა მხარდაჭერის“, – განაცხადა დოლიძემ.