ბაჩო დოლიძე - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ომში მყოფი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა არ დასრულებულა, თუმცა ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის განცხადების შემდგომ
ბაჩო დოლიძე - ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ომში მყოფი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა არ დასრულებულა, თუმცა ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის განცხადების შემდგომ

ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის, რუსეთის ჩინოვნიკის, რუსეთის პროპაგანდისტის განცხადების შემდგომ, მაგრამ არასდროს შანს არ ტოვებენ, რომ არ გააკრიტიკონ ომში მყოფი ქვეყანა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა სოლიდარულია უკრაინის მიმართ.

„ვისაუბროთ სანქციებთან მიმართებაში. ნებისმიერი პირი ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ სხვა კომპანია, რომელიც ოპერირებს ჩვენს ქვეყანაში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის ჩრდილოვან კომპანიებთან, რა თქმა უნდა, სანქციების ქვეშ უნდა მოჰყვეს. უნდა გვესმოდეს, ჩრდილოვან კომპანიებთან თანამშრომლობა ნიშნავს მხარდაჭერას კომპანიების, რომლებიც აფინანსებენ ბავშვების მკვლელებს. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები უნდა მოხვდნენ სანქციებში. რაც შეეხება პოდოლიაკის განცხადებას, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ომში მყოფი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლების კრიტიკა არ დასრულებულა, ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, ამდენი ხნის განმავლობაში, ერთი სიტყვა არ მომისმენია რუსეთის დუმის არც ერთი დეპუტატის, რუსეთის ჩინოვნიკის, რუსეთის პროპაგანდისტის განცხადების შემდგომ, მაგრამ არასდროს შანს არ ტოვებენ, რომ არ გააკრიტიკონ ომში მყოფი ქვეყანა. ეს არის მართლაც წარმოუდგენელი. დღეს ისიც გავიგეთ თურმე თავდაცვის მინისტრიც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, მოიცალა თურმე პოლიტიკური განცხადებებისთვის, რომ უპასუხოს უკრაინას. ჩვენი ქვეყნის უმეტესი მოქალაქე არის სოლიდარული, როგორც უკრაინის, ასევე უკრაინაში თითოეული მებრძოლო მოქალაქის, მთავრობის წევრების, რომლებსაც თავი აქვთ გადადებული“, – განაცხადა დოლიძემ.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, თუ გარკვეული მიზეზების გამო, ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ“.