ბაჩო დოლიძე - არ ვიცი, რა ქსენოფობიაში ადანაშაულებს ხელისუფლება თავისივე მოსახლეობას, რომელიც არ ეგუება იმ უკანონობასა და თავხედობას, რასაც ხედავს
ბაჩო დოლიძე - არ ვიცი, რა ქსენოფობიაში ადანაშაულებს ხელისუფლება თავისივე მოსახლეობას, რომელიც არ ეგუება იმ უკანონობასა და თავხედობას, რასაც ხედავს

არ ვიცი, რა ქსენოფობიაში ადანაშაულებს ხელისუფლება თავისივე მოსახლეობას, რომელიც არ ეგუება იმ უკანონობასა და თავხედობას, რასაც ხედავს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბაჩო დოლიძემ განაცხადა.

როგორც ბაჩო დოლიძემ აღნიშნა, უამრავი ქართველი გადის ქვეყნიდან, რადგან პირობები არ არსებობს ახალგაზრდებისთვის, ამ დროს კი, ყველაზე კომფორტულ გარემოში არიან რუსეთის მოქალაქეები, ამ ყველაფერს ეძახიან ქსენოფობიას.

„ადრე თუ სავიზო რეჟიმი ხორციელდებოდა, ისეთი, როგორიც იყო, კონტროლიც ხორციელდებოდა, მართლა თვე არ გავიდოდა, არ დაეკავებინათ „ფეესბეს“ თანამშრომლები, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებდნენ. ამ ხელისუფლების პირობებში მე ვერ ვიხსენებ ვერც ერთ ფაქტს ჯაშუშების გამოვლენისა . მესმის, ძალიან შეშინებული არიან, მესმის, ძალიან არ აწყობთ დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანები საქართველოში, მაგრამ ამას უნდა შეეგუონ.

გაზმანოვი თუ არ გაქვს ჩართული მანქანაში, ე.ი. მეორე ფრონტი გინდა, ომი გინდა. არ მგონია, ამ ყველაფერს ვინმე სერიოზულად უყურებდეს – თუ არ ეთანხმები ოკუპაციას ე.ი. ომი გინდა, თუ ხედავ უკანონობას, ომი გინდა, თუ არ აქებ პუტინს, ომი გინდა. ჩვენს მოსახლეობას არასდროს ჰქონია არათუ ქსენოფობიური, არამედ აგრესიული დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი და 2008 წლის პერიოდი გახსოვთ კარგად. ერთ კონფლიქტურ ვითარებას ვერ მეტყვით, რადგან თვითშეგნება საკმაოდ მაღალი აქვს ჩვენს მოსახლეობას და ტყუილად ნუ ადანაშაულებთ მათ.

შესაბამისად, იმ პერიოდში გაცილებით დიდი იყო კონტროლი, ვინ შემოდიოდა აქ დროებით დასასვენებლად, ტურისტული მიზნით და ვინ სხვა მიზნებისთვის, ეს ყველაფერი ძალიან ცხადი იყო. დღეს არავითარი კონტროლი არ არსებობს, ვინ რა მიზნით შემოდის ქვეყანაში, სწორედ ეს არის პრობლემა“, – განაცხადა დოლიძემ.