ბაჩანა არაბულმა რუმინეთში სადებიუტო გოლი გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გერმანიის ბუნდესლიგაში შეხვედრა გამოტოვა ბუდუ ზივზივაძემ, რომლის „ჰაიდენჰაიმი“ ფრანკფურტში „აინტრახტს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა. ქართველი თავდამსხმელი მოედანს ორ კვირაში უნდა დაუბრუნდეს.

რუმინეთის სუპერლიგაში ბაჩანა არაბულმა „უტა არადის“ გაუტანა და „უნირეასგასავარდნთა ჯგუფში მნიშვნელოვანი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა – 2:1. ქართველი თავდამსხმელი მოედანზე მეორე ტაიმის დასაწყისში (46-ე წუთზე) გამოჩნდა და სტუმრების კარი 77 წუთზე აიღო.

ამავე ლიგის საჩემპიონო ჯგუფში ანზორ მექვაბიშვილმა 74 წუთი ითამაშა „უნივერსიტატეაში“, რომელიც ბუქარესტში „სტიაუას“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. ამით კრაიოვის გუნდმა ჩემპიონატში მესამე ადგილი შეინარჩუნა.