ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის მთავარი ლიგის წარმომადგენელ „უნირეა სლობოციაში“ გააგრძელებს, რომელიც ელიტაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამ ბრძოლაში 31 წლის ფორვარდის იმედი აქვს – ინფორმაცია ექსკლუზიურად რუმინულმა გამოცემამ, ProSport-მა გაავრცელა.
„ჯორდან გელეს ბუქარესტის „სტიაუაში“ გაშვების შემდეგ გუნდმა საკმაოდ სწრაფად მოძებნა მისი შემცვლელი. ის არის ბაჩანა არაბული, 31 წლის თავდამსხმელი, რომელიც ბოლოს სამხრეთ კორეის „გიონგამში“ თამაშობდა.
ბაჩანა არაბულმა საქართველოს ნაკრებში შვიდი მატჩი ჩაატარა და ასაკობრივ ნაკრებებშიც თამაშობდა. არაბული იცავდა უნგრული „პუშკაშის აკადემიის“ ღირსებას, გამოდიოდა ბერძნულ „პანიონიოსსა“ და „ლამიაში“, ასევე ავსტრალიის სუპერლიგის „მაკარტურში“.
სატრანსფერო „ფანჯარა“ დაიხურა, მაგრამ არაბული გარკვეული პერიოდის განმავლობაში უგუნდოდ იყო, ამიტომ ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბაჩანა არაბულის დებიუტი „უნირეა სლობოციაში“ პლეი აუტის მატჩებში შედგება. მანამდე ყველა იურიდიული საკითხი უნდა მოგვარდეს, სანამ ფეხბურთელი ახალ გუნდში ითამაშებს. არაბულმა ბოლოს გასული წლის ნოემბერში ითამაშა, როდესაც „გიონგნამმა“ სეულ „ელენდთან“ 0:3 წააგო.
„როგორც ვნახეთ, ბაჩანა არაბული საინტერესო თავდამსხმელია და დარწმუნებულნი ვართ, რომ მას შეუძლია, დაგვეხმაროს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში“, – აცხადებს „უნირეას“ მწვრთნელი ადრიან მიხალჩეა“.