აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები გააძლიეროს
აზოვის ზღვაში ვითარების ესკალაციის შემთხვევაში, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ შესაძლოა, სანქციები გააძლიეროს. ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ევროკავშირის წევრებს მოუწოდებს, რომ აზოვის ზღვასთან დაკავშირებით სანქციების განსახილველად მზად იყვნენ.
გარდა ამისა, რეზოლუცია ევროკავშირის აღმასრულებელ სტრუქტურებს მიმართავს, განიხილონ ყირიმისა და დონბასის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობის შექმნის საკითხი.
ზღვაოსნობასთან დაკავშირებით, აზოვის ზღვაში ვითარება წლის დასაწყისში გართულდა. მარტში უკრაინამ რუსი მეზღვაურების გემი „ნორდი“ დააკავა. კაპიტანს ყირიმში უკანონო სტუმრობისთვის 5- წლიანი პატიმრობა ემუქრება. აგვისტოში ასევე დააკავეს ტანკერი „მეხანიკ პოგოდინი“.
რუსეთი უკრაინის ქმედებებს საზღვაო ტერორიზმს უწოდებს. კიევში ამბობენ, რომ აზოვის ზღვაში შესაძლოა, სამხედრო ბაზა შეიქმნას.