„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი მზად არიან, რუსებთან ევაკუაციის საკითხის განსახილველად მარიუპოლში ჩავიდნენ
„აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე აცხადებს, რომ დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი მზად არიან, რუსებთან ევაკუაციის საკითხის განსახილველად მარიუპოლში ჩავიდნენ

დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი მზად არიან, რუსებთან ევაკუაციის საკითხის განსახილველად მარიუპოლში ჩავიდნენ, – ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა.

მისი თქმით, მარიუპოლის დამცველები მზად არიან ევაკუაციისთვის, თუკი პროცესს მხარდაჭერას მესამე ქვეყანა გაუწევს.

„ჩვენ დღეს ვესაუბრეთ უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას. ეს დავიდ არახამია და მიხაილ პოდოლიაკი არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ მზად არიან მედინსკისა და სლუცკისთან მოლაპარაკებებისთვის მარიუპოლში, აქ დარჩენილი სამხედრო გარნიზონის ევაკუაციასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ მარიუპოლიდან ევაკუაციისთვის მესამე მხარის მხარდაჭერით, რათა გადავარჩინოთ პირადი შემადგენლობა, რათა დაჭრილების ევაკუაცია განვახორციელოთ და დაღუპულთა ცხედრები გადავიტანოთ, დავკრძალოთ ისინი ღირსეულად. მოვუწოდებთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს, შეუერთდნენ უსაფრთხოების გარანტიებს. ხაზს ვუსვამ, რომ რუსეთის მოთხოვნას იარაღის ჩაბარებასა და ჩვენი დამცველების ტყვედ ჩაბარებასთან დაკავშირებით მხარს არ ვუჭერთ“, – განაცხადა პალამარმა.

რაც შეეხება მშვიდობიან მოქალაქეებს, რომლებიც თავს „აზოვსტალს“ აფარებენ, „აზოვის პოლკის“ წარმომადგენლის თქმით, ხალხს ეშინია და გამუდმებული დაბომბვების გამო, ტერიტორიას ვერ ტოვებს.