„აზოვის“ მეთაური - უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა
„აზოვის“ მეთაური - უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა

უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედროების სოცოცხლე და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა, – ამის შესახებ განცხადებას ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო ავრცელებს

პროკოპენკომ ასევე ისაუბრა იმ ძირითად ამოცანებზე, რომელთა მიღწევასაც მარიუპოლის დამცველები ცდილობდნენ.

„მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სოცოცხლე, ჯანმრთელობა და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა. მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად აღვნიშნავდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლითა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს – პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს, ახლო მომავალში ახლობლები და მთელი უკრაინა თავიანთი ჯარისკაცების პატივით დაკრძალვას შეძლებენ. დიდება უკრაინას“, – აღნიშნა დენის პროკოპენკომ.