აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე მომავალ წელს 35 მილიონი ლარი დაიხარჯება
აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე მომავალ წელს 35 მილიონი ლარი დაიხარჯება

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაზე მომავალ წელს 35 მილიონი ლარი დაიხარჯება. დაფინანსება 2019 წლის ბიუჯეტის პროექტით არის გათვალისწინებული.

მიმდინარე წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაფინანსებაზე 50 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მომავალ წელს ჯამში 298.1 მილიონი ლარი იქნება, რაც 2018 წელზე 23.3 მილიონით მეტია.

მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისთვის 11 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა; ერთიანი აგროპროექტის დასაფინანსებლად – 89.6 მილიონი ლარი; სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციაზე და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობაზე – 76.7 მილიონი ლარი; სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობაზე – 4.5 მილიონი ლარი; გარემოსდაცვით ზედამხედველობაზე – 11.3 მილიონი ლარი; დაცული ტერიტორიების სისტემაზე – 10.8 მილიონი ლარი; სატყეო სისტემის ჩამოყალიბებასა და მართვაზე – 10.0 მილიონი ლარი.