აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია სოზარ სუბარს დაევალა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია სოზარ სუბარს დაევალა

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების კოორდინაცია პრემიერ-მინისტრის მრჩეველს რეგიონულ საკითხებში, სოზარ სუბარს დაევალა. მთავრობის განკარგულებით, სწორედ სუბარი უხელმძღვანელებს სამთავრობო კომისიას, რომელიც 2018 წლის 30 იანვარს შეიქმნა. დღემდე კომისიის ხელმძღვანელი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იყო.

დავითაშვილი კომისიის შემადგენლობაში კვლავ რჩება, თუმცა წევრის სტატუსით. სამთავრობო კომისიაში ასევე შედიან შინაგან საქმეთა, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის, ფინანსთა, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრები, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, სახელმწიფო რწმუნებულები სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში.

მთავრობის ამავე განკარგულებით, დამტკიცდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა.

დატოვე კომენტარი