აზიური ფაროსანას საკითხზე ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება
აზიური ფაროსანას საკითხზე ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართება

„აზიური ფაროსანა (Halyomorpha halys) – გლობალური გამოწვევა, საერთაშორისო გამოცდილება და პრობლემების გადაწყვეტის საუკეთესო გზები“, – ამ სახელწოდებით სამეცნიერო სამუშაო შეხვედრა, ამერიკელი მეცნიერების მონაწილეობით, ექსპო-ჯორჯიას მე-3 პავილიონში დღეს 09:00 საათზე გაიმართება.

შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ს უნივერსიტეტებისა და კვლევით ცენტრების მეცნიერები, სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების მიზანია, აშშ-სა და ქართველ მეცნიერებს შორის თანამშრომლობის განვითარების ხელის შეწყობა ინვაზიური მწერის – აზიური ფაროსანას მონიტორინგის, მართვისა და კონტროლის სფეროში სამეცნიერო ინფორმაციის, მოსაზრებების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების გზით.