აზიის საუკეთესო ფეხბურთელად სონ ჰინ მინი დასახელდა, რონალდო მესამე ადგილზე გავიდა #1TVSPORT
„ტოტენჰემისა“ და სამხრეთ კორეის ნაკრების ფორვარდი სონ ჰინ მინი აზიაში გასული წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ პრესტიჟულ ჯილდოს სპორტული ჟურნალისტები და ექსპერტები გასცემენ. ყოველწლიურ დაჯილდოებაზე ნომინირებულები არიან მოთამაშეები, რომლებიც ან აზიის საფეხბურთო კონფედერაციის ქვეყანას, ან კლუბს წარმოადგენენ.
აღსანიშნავია, რომ სონ ჰინ მინი აზიის საუკეთესო ფეხბურთელად მეცხრედ დასახელდა. მან ხმათა 22,9% პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი და ასევე სამხრეთკორეელი კიმ მინ ჯე გავიდა (19,54%), „ალ-ნასრის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო კი მესამე პოზიციას დასჯერდა (17,06%).