აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახელით ორგანიზებული სემინარი გაიმართება
აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში საქართველოს სახელით ორგანიზებული სემინარი გაიმართება

აზიის განვითარების ბანკის 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში 2 მაისს დაგეგმილია საქართველოს სახელით ორგანიზებული სემინარი. პანელი დაეთმობა საქართველოს გადამწყვეტი როლის განხილვას დაკავშირებადობის კონტექსტში და აქცენტები გაკეთდება ევროპულ დაკავშირებადობასა და შუა დერეფანზე.

სესიაზე მოხდება შუა დერეფნის პოტენციალის განხილვა ეკონომიკური ზრდისა და რეგიონული ინტეგრაციის მიმართულებით, ისტორიული სავაჭრო გზების აღორძინებით, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის სტრატეგიული ალტერნატივების შეთავაზებით.

სემინარს გახსნიან ფინანსთა მინისტრი, აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ლაშა ხუციშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი და აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა.

რაც შეეხებ სემინარს, მთავარი თემებია დაკავშირებადობის გაუმჯობესება; ევროპული დაკავშირებადობა და შუა დერეფანი; იდეები ერთობლივი ფინტექ გარემოს შესაქმნელად რეგიონში: შუა დერეფნის მომენტუმის გამოყენება; პერსპექტივები ახალი ბაზრებისთვის: ადგილობრივი ვალუტებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარება  – მთავრობისა და ინვესტორების ხედვა; ეკონომიკური ზრდის კარიბჭე – საქართველოს სტრატეგიული უპირატესობის გამოყენება რეგიონული განვითარებისა და მწვანე ეკონომიკისთვის.