აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები ვირტუალურ სამიტზე სტაბილურ სავაჭრო ურთიერთობებსა და გლობალური ეკონომიკის საკითხებზე შეთანხმდნენ
აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ლიდერები ვირტუალურ სამიტზე სტაბილურ სავაჭრო ურთიერთობებსა და გლობალური ეკონომიკის საკითხებზე შეთანხმდნენ.
21 ქვეყნის ლიდერები, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი შეთანხმდნენ, რომ სავაჭრო საკითხებში პროტექციონისტულ პოლიტიკას არ გაატარებენ.
„სავაჭრო ომის გავლენა „კოვიდ-19“-ის პანდემიამ გადაფარა. აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობა პირობას დებს, რომ უკან არ დაბრუნდება და პროტექციონისტულ ზომებს არ მიიღებს, რათა ბაზრები და საზღვრები არ ჩაიკეტოს“ , – განაცხადა მალაიზიის პრემიერ- მინისტრმა, მუჰიდინ იასინმა.
აზია-წყნარი ოკეანის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ეს ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველი საერთო კომუნიკეა, რომელსაც ყველა წევრი ქვეყნის ლიდერი უჭერს მხარს. 2018 წლის სამიტზე აშშ-სა და ჩინეთს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების თაობაზე საწინააღმდეგო შეხედულებების გამო, ქვეყნების ლიდერებმა სამიტის ისტორიაში პირველად შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
ვირტუალურ სამიტს წელს მალაიზამ უმასპინძლა.