აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ევლახში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ევლახში გამართულ შეხვედრაზე ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ევლახში გამართულ შეხვედრაზე მიღწეულია შეთანხმება ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებთან მორიგი შეხვედრის გამართვის შესახებ.

როგორც აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია ევლახში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ამავე განცხადებით, აზერბაიჯანის დელეგაციაში ყარაბაღის სომეხ მოსახლეობასთან კონტაქტებზე პასუხისმგებელმა რამინ მამედოვმა შეხვედრაზე ყარაბაღის სომეხი მცხოვრებლების რეინტეგრაციის გეგმა წარადგინა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყარაბაღის სომეხი მოსახლეობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სურსათსა და საწვავს საჭიროებენ.