აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ტერტერის სასამართლოს შენობაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ტერტერის სასამართლოს შენობაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, სომხეთის მიერ ტერტერის სასამართლოს შენობაზე თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა.

ინფორმაციას „ტრენდი“ ქვეყნის გენერალური პროკურატურის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ტრენდი“ წერს, რომ აზერბაიჯანის ქალაქ ტერტერის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ შენობაზე შეტევა საარტილერიო ჭურვის მეშვეობით განხორციელდა. შედეგად გარდაიცვალა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, სამი კი დაშავდა.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება 27 სექტემბერს დილიდან დაიძაბა.