აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ირანის გავლით სომხეთში სამხედრო ტვირთები შედის, ინფორმაციას ირანის ხელისუფლებაში არ ადასტურებენ
აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ირანის გავლით სომხეთში სამხედრო ტვირთები შედის. მედია წერს, რომ სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეორგოლებიც ირანიდან სომხეთში სამხედრო ტვირთების შეტანაზე, რასაც, მათივე ინფორმაციით, ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები საბურავების დაწვით აპროტესტებენ.
აზერბაიჯანული მედია წერს, რომ ირანიდან სომხეთში სამხედრო მანქანების და სპეცტექნიკის შეტანის ამსახველი ვიდეომასალა სექტემბრის დასაწყისშიც გავრცელდა.
ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციას ირანის ხელისუფლებაში არ ადასტურებენ. ირანში ამბობენ, რომ არც ერთ ქვეყანას მისცემენ საშუალებას, შეიარაღება მათი ტერიტორიის გავლით გაიტანოს.