აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს თურქეთის პარლამენტის სპიკერმა აზერბაიჯანთან ერთობლივი  არმიის შექმნაზე ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება​
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ინფორმაცია, თითქოს თურქეთის პარლამენტის სპიკერმა აზერბაიჯანთან ერთობლივი არმიის შექმნაზე ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება​

გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთის პარლამენტის სპიკერმა აზერბაიჯანთან ერთობლივი თურქული არმიის შექმნაზე ისაუბრა, სიმართლეს არ შეესაბამება, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბაქოს ინფორმაციით, 28 ივლისს ბაქოში გამართულ პრესკონფერენციაზე მუსტაფა შენტოპს კითხვა დაუსვეს, შექმნიან თუ არა თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ არმიას, რაზეც თურქეთის პარლამენტის სპიკერმა თქვა, რომ ორ ქვეყანას შორის ბევრი შეთანხმება იდება, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიისა და სამხედრო დახმარების შესახებ, თუმცა თურქეთის და აზერბაიჯანის მთავარი დევიზია „ერთი ერი, ორი სახელმწიფო.“

თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ბევრი მუშაობა მიმდინარეობს. აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მუსტაფა შენტოპს ერთობლივი თურქული არმიის შექმნის შესაძლებლობასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანში ვიზიტისას თურქეთის პარლამენტის სპიკერმა აზერბაიჯანთან ერთობლივი არმიის შექმნაზე ისაუბრა.

დატოვე კომენტარი