აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 8 ნოემბერს ქალაქ ხანქენდში სამხედრო აღლუმი გაიმართება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 8 ნოემბერს ქალაქ ხანქენდში სამხედრო აღლუმი გაიმართება

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 8 ნოემბერს ქალაქ ხანქენდში სამხედრო აღლუმი გაიმართება. როგორც აზერბაიჯანული მედიასაშუალებები იუწყებიან, ამ დღეს აზერბაიჯანში ყარაბაღის მეორე ომში გამარჯვებას აღნიშნავენ.

სამხედრო აღლუმს დაესწრება აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. როგორც იუწყებიან, ღონისძიებაზე, აზერბაიჯანული სამხედრო ტექნიკის გარდა, წარმოდგენილი იქნება ყარაბაღის მეორე ომში აზერბაიჯანის მიერ მოპოვებული სამხედრო ნადავლი.

ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ქალაქ ხანქენდში 15 ოქტომბერს იმყოფებოდა. მან ქალაქის თავზე სიმბოლურად აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშა აღმართა.