აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 2025 წელს საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ნავთობის შესყიდვები სამჯერ გაზარდა
2025 წელს საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან ნავთობის შესყიდვები სამჯერ გაზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანიდან საფრანგეთში ექსპორტირებული იქნა 281.1 ათასი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება 143.1 მილიონი აშშ დოლარი იყო. ეს არის თითქმის სამჯერ მეტი რაოდენობა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში აზერბაიჯანიდან 21 ქვეყანაში ექსპორტირებული იქნა 22.1 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, რომელთა ღირებულება 11.5 მილიარდი აშშ დოლარია.