აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ქალაქ ხანქენდში ჩასვლის გამო, ფრანგულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა
აზერბაიჯანული მედია - აზერბაიჯანმა საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის ქალაქ ხანქენდში ჩასვლის გამო, ფრანგულ მხარეს საპროტესტო ნოტა გადასცა

აზერბაიჯანის საგარეო საქამეთა სამინისტრომ საფრანგეთის საელჩოს საქმეთა დროებით რწმუნებულს საპროტესტო ნოტა გადასცა. საპროტესტო ნოტას გადაცემის მიზეზი პარიზის რაიონის, ილ-დე-ფრანსის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარის, საფრანგეთის 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატის ვალერი პეკრესის ქალაქ ხანქენდში ვიზიტი გახდა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, საპროტესტო ნოტაში აღნიშნულია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფრანგი პოლიტიკოსების ვიზიტი მიმართულია აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ეროვნული კანონმდებლობის დარღვევას.

ნოტას მიხედვით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საფრანგეთს აცნობა, რომ ფრანგი პოლიტიკოსების ამ ნაბიჯმა ზიანი მიაყენა აზერბაიჯანულ-ფრანგულ ურთიერთოებებს და შელახა რეგიონში საფრანგეთის ავტორიტეტი და როლი, რომელიც მას შეეძლო, ეთამაშა აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნომრალიზების საკითხში.

ფრანგი პოლიტიკოსის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ფრანგმა ჟურნალისტმა, ჟულიენ ნენიმ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. ნენის თქმით, „პეკრესმა ყარაბაღში ადგილობრივ პოლიტიკოსებთან გამართა შეხვედრა, რომლის გაშუქება უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზებიდან გამომდინარე, ფრანგულმა მედიასაშუალებებმა ვერ შეძლეს“.