აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. ქვეყნის მასშტაბით ყველა უბანი მზად არის და ხვალ დილიდან მიიღებს პირველ ამომრჩევლებს.

წელს 125-ადგილიან მილი მეჯლისში მოსახვედრად 1300-ზე მეტი კანდიდატი იბრძვის.

სოციოლოგიური გამოკითხვებით ლიდერობს მმართველი პარტია „ახალი აზერბაიჯანი“. პროგნოზის თანახმად პარტია ახალი მოწვევის პარლამენტში მანდატების უმრავლესობას მიიღებს. წელს არჩევნებში რეკორდული რაოდენობით დამოუკიდებელი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს პირველ არხთან საუბარში, აზერბაიჯანელი მკვლევარი აჰმედ ალილი ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ მმართველი პარტია ფოკუსირებას ეკონომიკურ რეფორმებზე მოახდენს.

მისივე თქმით, არჩევნებში მონაწილე კანდიდატების უმრავლესობა ახალგაზრდა და მათ განათლება ევროპასა და აშშ-ში აქვთ მიღებული.

ალილის განმარტებით, ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ ქვეყნის მთავრობა აქცენტს მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე გააკეთებს.

ოპოზიციიდან საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს პარტია „რეალი“ და „მუსავატი“. ოპოზიციის კიდევ ერთმა ნაწილმა კი არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა. ისინი ხელისუფლებისგან საარჩევნო კოდექსის შეცვლას ითხოვენ.

არჩევნებს დააკვურდება ეუთო-ს და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია. სულ დარეგისტრირებულია 800-ზე მეტი უცხოელი დამკვირვებელი, ეგზიტპოლების შედეგები ხვალ საღამოს გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ 9 თებერვლის აზერბაიჯანში, ქვეყნის ისტორიაში პირველი ვადამდელი არჩევნები ჩატარდება.