აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა

03:40, 05.11.2021

აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან ორ კილომეტრში, მიწისძვრა მოხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი – სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 02:56 საათზე მოხდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.9 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.

მსგავსი