აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო - აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთვიზიტებთან დაკავშირებით
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩო - აზერბაიჯანის კულტურის მინისტრმა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მზადყოფნა გამოთქვა ურთიერთვიზიტებთან დაკავშირებით

აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა, ზურაბ პატარაძემ გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის მინისტრ ემინ აბდულაევთან.

შეხვედრის დასაწყისში, ზურაბ პატარაძემ მიულოცა ემინ აბდულაევს თანამდებობაზე დანიშვნა. საუბრისას, ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული კავშირების შემდგომი განვითარების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის მაღალი დონის შესახებ, ხაზგასმით ითქვა, რომ მხარეები ყოველმხრივ შეუწყობენ ხელს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის კულტურული ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას. შეხვედრაზე გამოითქვა სურვილი, რომ უახლოეს მომავალში, გაიმართოს კულტურის სფეროში ორმხრივი უწყებათაშორისი კომისიის შემდგომი რაუნდი, აგრეთვე საუბარი შეეხო კულტურის დღეების ორგანიზების საკითხს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

შეხვედრის დასასრულს, ემინ აბდულაევმა მიულოცა ქართველ კოლეგას, თეა წულუკიანს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და გამოთქვა მზადყოფნა ურთიერთვიზიტების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი