აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს

12:26, 28.09.2020

აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობის გამოცხადების გამო, ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტი დროებით შეზღუდულ რეჟიმში იმუშავებს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

აეროპორტის პრესსამსახურის განცხადებით, 30 სექტემბრისთვის ჩანიშნული ფრენები გადადებულია.

შეჩერებულია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ბაქო-ნახიჩევანი-ბაქოს რეისები, ასევე გაუქმდა ბაქო-ლონდონი-ბაქო და ბაქო-ბერლინი-ბაქო რეისები, რომლებიც პირველი და 2 ოქტომბრისთვის იყო ჩანიშნული.

ამასთანავე, „ფლაიდუბაიმ“ გააუქმა დუბაი-ბაქო-დუბაი რეისი, რომელიც 29 სექტემბერს უნდა განხორციელებულიყო.

მსგავსი