აზერბაიჯანში რუსეთის საელჩოს ცნობით, რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, ფიზიკური ძალადობისა და საბუთების შემოწმების შესახებ საჩივრები მიიღეს

19:03, 02.07.2025
BAKU, AZERBAIJAN - APRIL 10, 2018: The Russian Embassy in Baku. Yegor Aleyev/TASS

Азербайджан. Баку. 11 апреля 2018. Вид на посольство России. Егор Алеев/ТАСС

BAKU, AZERBAIJAN - APRIL 10, 2018: The Russian Embassy in Baku. Yegor Aleyev/TASS Азербайджан. Баку. 11 апреля 2018. Вид на посольство России. Егор Алеев/ТАСС

ბაქოში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აზერბაიჯანში რუსეთის მოქალაქეებისგან, მათ შორის ტურისტებისგან, ფიზიკური ძალადობისა და საბუთების შემოწმების შესახებ საჩივრები მიიღეს.

ამის შესახებ ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

„მედიის წარმომადგენლების მხრიდან ბაქოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტარის გაკეთების მრავალრიცხოვან თხოვნასთან დაკავშირებით გაცნობებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საელჩოში შემოვიდა მრავალი მიმართვა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, მათ შორის, ტურისტული მიზნით მყოფი რუსეთის მოქალაქეებისგან. ისინი გვატყობინებენ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირების, რომელთაგან ზოგიერთმა თავი პოლიციელად წარადგინა, მათ საცხოვრებელ ადგილებში მისვლის შესახებ. ისინი ინტერესდებოდნენ ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების ჩასვლის მიზნით და ამოწმენდნენ დოკუმენტებს. ამ პირებიდან ზოგიერთის თქმით, მათზე და მათი ოჯახის წევრებზე ფიზიკური ძალადობა იქნა გამოყენებული“, – ნათქვამია ბაქოში რუსეთის საელჩოს განცხადებაში.

საელჩო მოუწოდებს რუსეთის მოქალაქეებს, შეატყობინონ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ყველა ასეთი შემთხვევის შესახებ.

მსგავსი