აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება

11:43, 05.02.2018

აზერბაიჯანში რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 11 აპრილს გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო Trend.az ავრცელებს. შესაბამის ბრძანებას ხელი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი უკვე მოაწერა.

საარჩევნო კოდექსის შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების უზრუნველყოფა აზერბაიჯანის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დაევალა. აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს უნდა ჩატარებულიყო.

მსგავსი