აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა
აზერბაიჯანში ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართა

აზერბაიჯანში არჩეული პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონია ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში ჩატარდა.

პრეზიდენტმა ფიცი დადო, რომ დაიცავს ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ღირსეულად ემსახურება აზერბაიჯანელ ხალხს.

საპრეზიდენტო არჩევნები აზერბაიჯანში 11 აპრილს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა 86,02%-მა პროცენტმა ხმა ილჰამ ალიევს მისცა.