აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია „რეალი“ 16 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს
აზერბაიჯანში ოპოზიციური პარტია „რეალი“ 16 თებერვალს აქციის გამართვას გეგმავს

აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტია „რეალი“ 16 თებერვალს აქციის გამართვას აპირებს. ამის შესახებ პირველ არხთან საუბარში პარტიის ლიდერმა, ილგარ მამადოვმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნები აზერბაიჯანში გაყალბდა.

„ჩვენ გვყავდა 30 კანდიდატი და მათგან ბევრმა დამაჯერებლად გაიმარჯვა, მიუხედავად ამისა, მხოლოდ ერთის გამარჯვება აღიარეს ოფიციალურად. ეს მიუღებელი სიტუაციაა. მთავარი კი ის არის, რომ ბევრი კანდიდატის უფლებები უხეშად დაირღვა. შესაბამისად, ჩვენ კონსტიტუციით გათვალისწინებულ, მშვიდობიან ზომებს უნდა მივმართოთ. კერძოდ, 16 თებერვალს დავნიშნეთ მშვიდობიანი აქცია, რომელზეც მოვითხოვთ არჩევნების შედეგების ანულირებას იქ, სადაც არჩევნები არასამართლიანად ჩატარდა და ზოგადად მოვითხოვთ თავისუფალ არჩევნებს. ახლა დღის წესრიგში მთავარი ეს არის. მთელი მსოფლიოს თვალწინ ჩაიდინეს დანაშაული აზერბაიჯანის დემოკრატიის წინაშე და ჩვენ, აზერბაიჯანელი ხალხი ამის წინააღმდეგ უნდა გამოვიდეთ. ჩვენ დემოკრატიული და კონსტიტუციური გზით უნდა ვაჩვენოთ, რომ ამას არ მივიღებთ“, – განაცხადა ილგარ მამადოვმა.