აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება
აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება

აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასო იქნება.

ამის შესახებ აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტის ოპერატიული შტაბის ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ გასიმოვმა განაცხადა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ვაქცინა პირველ ეტაპზე რისკ ჯგუფებში შემავლ ადამიანებს გაუკეთდებათ, მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და 65 წელს გადაცილებული პირები.

აზერბაიჯანში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსის 183 259 შემთხვევაა გამოვლენილი. პანდემიას 2 007 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.