გასული 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 840 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით ცხრა ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამ დროისთვის, ქვეყნის მაშტაბით 7 546 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, აზერბაიჯანში „კოვიდ-19“-ის 242 491 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 3 307 ადამიანი.